კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი
ორგანიზაციის შესახებ
"დაო - ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი" ხელს უწყობს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ფსიქოთერაპიულ სერვისებს, საგანმანათლებლო აქტივობებსა და პროფესიული განვითარების კურსებს.
დაოს გუნდი მუშაობს კლიენტებისთვის ხარისხიანი, ეთიკური და თანამედროვე კლინიკურ სტანდარტებთან შესაბამისი სერვისების მიწოდებაზე.
გაიცანით დაოს საქმიანობა:
** Instagram: dao_therapy
** Facebook: Dao - დაო ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი
გუნდის გაფართოების ფარგლებში, "დაო" აცხადებს ვაკანსიას კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინდივიდუალური კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სესიების ჩატარება;
** კლიენტების პირველადი შეფასება, საჭიროებებისა და თერაპიული მიზნების განსაზღვრა;
** ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის შესაბამის სხვა სპეციალისტთან გადამისამართება;
** თერაპიული პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება, კონფიდენციალურობის სრული დაცვით;
** პროფესიულ სუპერვიზიასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში მონაწილეობა;
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა;
** დაოს შიდა პოლიტიკის, პროფესიული სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** დიპლომისშემდგომი განათლება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მიმართულებით (დასრულებული ან დამამთავრებელი ეტაპი);
** დიალექტიკურ-ქცევითი თერაპიისა და/ან სქემათერაპიის ძირითადი პრინციპების ცოდნა (სასურველია);
** ფსიქოთერაპიის მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 1 წელი);
** მტკიცებულებაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მიდგომების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების ცოდნა და მკაცრი დაცვა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო), სხვა ენების ცოდნა (სასურველი).
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული სუპერვიზიის შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ და პროფესიულ გუნდურ გარემოს;
** მოქნილ, კანდიდატზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს.
აპლიკაციის პროცედურა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე), კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის დიპლომისშემდგომი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოტივაციო წერილი.
დოკუმენტები გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე:. ელ-ფოსტის Subject ველში მიუთითეთ: "CBT თერაპევტი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 სექტემბერი 2026
გასაუბრებაზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ინტერესისთვის!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.