8525 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D6JT71X5 გამოქვეყნდა 8 სექ 9 ნახვა

აურა ჰოუმს

აურა ჰოუმს

უძრავი ქონების აგენტი / გაყიდვების კონსულტანტი

აურა ჰოუმს გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Aura Homes აგრძელებს გუნდის გაფართოებას და ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს უძრავი ქონების აგენტის / გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებს უძრავი ქონების სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს პროფესია, სადაც შენი შემოსავალი პირდაპირ შენს შედეგებზეა დამოკიდებული — შემოგვიერთდი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟიული შარტავას ქ. №3 ანაზღაურება: 1,000 – 10,000+ ₾, შედეგების შესაბამისად სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

ძირითადი მოვალეობები - უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და დამუშავება; - კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა; - შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება; - სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა; - შეხვედრებისა და ქონების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება; - მოლაპარაკებების წარმოება მესაკუთრეებთან და დაინტერესებულ კლიენტებთან; - უძრავი ქონების განცხადებების მომზადება და განთავსება; - კლიენტთან მუშაობა გარიგების დასრულებამდე; - შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ვის ვეძებთ - კომუნიკაბელურ და ენერგიულ ადამიანს; - გამართული მეტყველებისა და მოლაპარაკების უნარით; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; - პუნქტუალურ და ორგანიზებულ კანდიდატს; - ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში მუშაობა; - გაყიდვების ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა გამოცდილება აუცილებელი არ არის — ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით; - ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობს Aura Homes - სრულ ტრენინგს და მხარდაჭერას საქმიანობის დასაწყებად; - პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს — გაყიდვები, მოლაპარაკებები, კლიენტებთან ურთიერთობა და უძრავი ქონების სპეციფიკა; - თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და ინსტრუმენტებს; - კორპორაციულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო დროს; - ბალანსს უძრავი ქონების საიტებზე განცხადებების განსათავსებლად; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; - რეგულარულ გუნდურ აქტივობებსა და გასვლებს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას შენს შედეგებთან ერთად.

Aura Homes-ში გვინდა არა უბრალოდ აგენტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად გაიზრდებიან და შექმნიან წარმატებულ კარიერას უძრავი ქონების სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV: CV-ის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითე: „უძრავი ქონების აგენტი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აურა ჰოუმს
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის