ინფექციის კონტროლის მედდა
სს „ვიანი“-თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ინფქციის კონტროლის მედდის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი.
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკაში ინფექციის კონტროლის წესებისა და გაიდლაინების შესრულებაზე ყოველდღიური მონიტორინგი;
- სანიტარულ-ჰიგიენური პირობების ზედამხედველობა სტაციონარში;
- სტერილიზაციის პროცესების და სტერილური მასალების მართვის მხარდაჭერა;
- ინფექციური შემთხვევების აღრიცხვა და მონაცემების გადაცემა ინფექციის კონტროლის ჯგუფისთვის;
- პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაზიარება;
- ინფექციის კონტროლის აუდიტში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება საექთნო მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კლინიკურ/საექთნო პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება ინფექციის კონტროლის მედდის გამოცდილებას);
- სტერილიზაციისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტაცია და ეფექტური კომუნიკაცია.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ
- ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
- თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
- ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
- ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.