C კატეგორიის მძღოლი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; ანაზღაურება: 1400 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- N2 ტიპის ავტომობილის (Mercedes-Benz ATEGO) მართვა;
- პროდუქციის ტრანსპორტირება გარდაბნიდან დეზერტირების ბაზრის მიმართულებით;
- დადგენილი დროითი შეზღუდვებისა და საათობრივი მოძრაობის წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- N2 ტიპის (Mercedes-Benz ATEGO) ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება;
- პუნქტუალურობა და სამუშაო გრაფიკის ზუსტი დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთ წარმატებას!