გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

M5B96QAH გამოქვეყნდა 16 ნოე 4 ნახვა

საწყობის თანამშრომელი

მორელლი ჯორჯია გარე განცხადება
₾1300 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები

  • ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება
  • ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

კომპანიის შესახებ:

Morelli Georgia საქმიანობს კარებისა და კარის ფურნიტურის საბითუმო გაყიდვების სფეროში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება, მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება.

ძირითადი მოვალეობები

  • პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
  • გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
  • საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • საწყობში მუშაობის 6-12-თვიანი გამოცდილება მრავალფეროვანი ასორტიმენტის მქონე პროდუქციასთან, განსაკუთრებით სამშენებლო მასალების, კარების, ავეჯის ფურნიტურის, სანტექნიკის ან სათადარიგო ნაწილების მიმართულებით;
  • რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, რათა კანდიდატმა შეძლოს საქონლის კოდებისა და მარკირების გაგება და საჭიროების შემთხვევაში რუსულენოვან კოლეგებთან კომუნიკაცია.
  • 1C-ის ან Excel-ის საბაზისო ცოდნა.

განვიხილავთ კანდიდატებს გამოცდილების გარეშეც, თუ მზად არიან, საქონლის ასორტიმენტს სამუშაო ადგილზე გაეცნონ.

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა