3PL უფროსი ოპერატორი
კომპანია სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას 3PL უფროსი ოპერატორის პოზიციაზე თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.)
"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის პირველი დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება 3PL ოპერაციების ყოველდღიურ მართვასა და კოორდინაციაში. საქმეს შევასწავლით ადგილზე.
3PL უფროსი ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
** 3PL ოპერაციების ყოველდღიური პროცესების კოორდინაცია;
** კლიენტების საქონლის მიღების, განთავსების, შენახვის, გაცემის პროცესების კონტროლი WMS სისტემის საშუალებით და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** საწყობის თანამშრომლების სამუშაოს ორგანიზება, დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ლოგიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი სწავლის უნარი;
სამუშაო პირობები:
** ორშაბათი- პარასკევი, 9:30 - დან 18:00 საათამდე.
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 3PL უფროსი ოპერატორი. სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.