8422 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D74P17AD გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

ლოიალტე

ლოიალტე

ბუღალტერი

ლოიალტე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾2000 / თვეში ბოლო ვადა:

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „Loialte“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

„Loialte“ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს აუდიტორულ და საკონსულტაციო სერვისებს (www.loialte.com.ge) „Loialte“ პირველი ქართული ბრენდია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომელიც ფლობს ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემები) სერტიფიკატს, რაც ადასტურებს იმას, რომ „Loialte“-ში დანერგილია ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო დონისა და უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შესყიდვების/რეალიზაციებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და პროგრამული ასახვა; - საბანკო და სალარო ოპერაციების აღრიცხვა; - დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება; - სალაროს და სასაწყობე ნაშთების კონტროლი; - ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით; - ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; - საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა; - საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; - Excel კარგად ცოდნა.

თანამშრომლობის პირობები: - სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00 ან 09:00 - 18:00 საათი. - ლოკაცია: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა - ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე, 2000 ლარის ფარგლებში.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: სათაურის ველში მიუთითეთ „ბუღალტერი“.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს „ლოიალტე“ (ს/კ მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ლოიალტე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის