გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D88KBC0D გამოქვეყნდა 20 ნოე 57 ნახვა

საწყობის დამხმარე მუშა

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

დაზღვევა · განცხადებაშისწავლება · განცხადებაში

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე მუშის პოზიციაზე.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს;
  • თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
  • კორპორაციულ სატელეფონო ნომერს;
  • კორპორაციულ ფიტპასს

ფუნქცია-მოვალეობები

  • საწყობში საქონლის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
  • შემოსული საქონლის ჩამოტვირთვა და გამოყოფილ ადგილებზე უსაფრთხოდ განთავსება;
  • გასაცემი საქონლის გაცემის ადგილზე გადატანა და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
  • საჭიროებისამებრ საქონლის გადაადგილება საწყობში და ცენტრის ტერიტორიაზე;
  • საწყობის სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით საწყობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დამხმარე სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი, მათ შორის ტვირთის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და გადაადგილება.

უნარ-ჩვევები

  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დაკისრებული დავალებებისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
  • სამუშაოს სიზუსტესა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა სხვადასხვა სამუშაო დავალების შესრულებისას.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა; 2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საწყობის დამხმარე მუშა", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა