გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D8FKGSRT გამოქვეყნდა 16 ნოე 2 ნახვა

უფროსი ცვლის მენეჯერი

Amber Studios გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

"Amber Studios" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ცვლის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ეფექტურად კოორდინაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები

  • ცვლის მენეჯერების საქმიანობის კონტროლი და მონიტორინგი;
  • ცვლის მენეჯერების მიერ დაკისრებული მოვალეობებისა და სამუშაო სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაცია და კონტროლი;
  • სამუშაო ფაილების, ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი;
  • ფაილებში ინფორმაციის სისწორისა და დროული განახლების უზრუნველყოფა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების დაგეგმვა, ორგანიზება და დანერგვა;
  • სამუშაო პროცესებში არსებული ხარვეზების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივების შემუშავება;
  • ცვლის მენეჯერებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა);
  • გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
  • ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლებთან ურთიერთობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • კომუნიკაბელური და გუნდზე ორიენტირებული;
  • სამართლიანი და ობიექტური;
  • პროაქტიული და ინიციატივიანი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • კრიტიკული აზროვნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარით.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. Subject-ში (სათაურის ველში) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უფროსი ცვლის მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა