შესყიდვებისა და საწყობის მენეჯერი
შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- BALANCE-ის პროგრამაში მუშაობა,
- საწყობის მართვა,
- შესყიდვების განხორციელება,
- ნაშთების კონტროლი.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- Balance პროგრამის ცოდნა,
- Google drive -ის ცოდნა,
- ინგლისური ენის ცოდნა ბ2 დონეზე,
- საოფისე პროგრამების ცოდნა,
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
- დეტალებზე ორიენტირებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
პირობები:
- სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1.
- ანაზღაურება: 2 000 ლარი ხელზე ასაღები (სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია ახლოს მდებარე უბნებიდან).
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე.
ელ. ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი.
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდით: http://www.etli.ge/
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1. შპს "საქართველოს ეტლების საწარმო".
კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.