შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
სსიპ პროფესიული კოლეჯი ერქვანი აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ოვალეობები
- საფრთხეების განსაზღვრა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება კოლეჯის საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
- რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
- კოლეჯის თანამშრომლების კონსულტირება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;
- კოლეჯში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავება და ასევე სხვადასხვა სახის სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თამაშრომლის უსაფრთხოებაზე ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციაში;
- შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება და პერსონალის ცოდნის შემოწმება, ამ მიზნით ტესტირების, სიმულაციების და სხვა სახის შემოწმებების წარმოება;
- აუცილებლობის შემთხვევაში გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირება;
- შიდა აუდიტის პერიოდული ჩატარების ორგანიზება;
- პირადი დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, და პერიოდული კონტროლი ვარგისიანობაზე;
- კოლეჯში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
- პირველადი დახმარების ყუთების განთავსება და მუდმივი კონტროლი საჭირო მედიკამენტებზე და პირველადი დახმარების საშუალებებზე; ინსტრუქციების შემუშავება საწარმო ტრავმატიზმისა და პროფესიული დაავადებებთან დაკავშირებით;
- კოლეჯში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება და დირექციასთან წარდგენა;
- შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და კოლეჯის მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
- ქვეყანაში არსებული სტანდარტის შესაბამისი სისტემის დანერგვა/კონტროლი და მასში ცვლილების შეტანის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
- დირექციის ინფორმირება უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმატიზმის შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარება;
- სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება ყოველწლიურად;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება.
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
- გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულება დირექტორთან;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.