მიმტანი
Shuffle Boar პირველი სოციალური ბარია, სადაც შაფლბორდი, სხვა თამაშები, კერძები და სასმელები ადამიანებს ერთ მაგიდასთან აერთიანებს.
ვეძებთ მიმტანს რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ მომსახურებას, არამედ პოზიტიურ და თამაშებით სავსე გამოცდილებას შესთავაზებს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კარგად გრძნობ თავს სოციალურ გარემოში და მზად ხარ, რომ სტუმრებს გაუწიო მეგზურობა როგორც კერძების, ისე თამაშების სამყაროში - ეს ადგილი შენთვისაა.
პოზიცია: მიმტანი ცეხი, თბილისი, თამარ მეფის გამზირი №18 სრული განაკვეთი
შენი მოვალეობები იქნება
- სტუმრების დახვედრა, შეკვეთების მიღება და მომსახურება;
- მენიუს გაცნობა და კერძებისა და სასმელების შერჩევაში დახმარება;
- ანგარიშსწორება;
- თამაშების წესების ახსნა და საჭიროების შემთხვევაში სტუმრების დახმარება თამაშის მსვლელობისას;
- მაგიდებისა და მომსახურების სივრცის მომზადება, სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
- ცვლის გახსნისა და დახურვის სამუშაოებში მონაწილეობა;
- ბარის გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროებისას დახმარება;
- ღონისძიებებისა და ჯგუფური ჯავშნების მომსახურება.
- რას ველით შენგან:
- სტუმრებისადმი ყურადღებიან და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას;
- სწრაფ და ცოცხალ გარემოში ორგანიზებულად მუშაობის უნარს;
- გუნდურობასა და ხარისხიან სერვისზე ზრუნვას;
- ქართულისა და ინგლისურის სასაუბრო დონეზე ფლობას;
- მენიუსა და თამაშების წესების შესწავლის მზადყოფნას.
- HoReCa სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება სასურველია, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.
ჩვენ გთავაზობთ
- კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს;
- საერთო წესით განაწილებულ თიფსს;
- უფასო კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში;
- ღამის საათებში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას; თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ფასდაკლებებს; მეგობრულ, სოციალურ და თამაშებით სავსე სამუშაო გარემოს.
გამოაგზავნე შენი CV შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "Waiter".