გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D9EF6ZTY გამოქვეყნდა 10 ნოე 16 ნახვა

მოლარე

ლუმენი გარე განცხადება
₾800 / თვეში −30% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,145 ₾ · 134 განცხადება ბოლო ვადა: 11 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

"ლუმენი" — ქართული კომპანია, რომელიც განათების სფეროში წლებია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კომპანია ამჟამად აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს და თბილისში 3 შოურუმს მართავს.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოლარეს, რომელიც უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების სწორად და ზუსტად შესრულებას და მომხმარებლებს მაღალ ხარისხის მომსახურებას გაუწევს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №116

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • გადახდის პროცესის მართვა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
  • POS-ტერმინალთან მუშაობა;
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და თანხების სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ყოველდღიური სალარო და საოფისე პროცესების მხარდაჭერა;
  • საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების Excel-ში დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ცოდნა;
  • POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა;
  • Excel-ში მარტივი ოპერაციების შესრულების უნარი;
  • თანხებთან მუშაობისას მაღალი სიზუსტე და ყურადღება;
  • დოკუმენტაციასთან მოწესრიგებულად მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული სამუშაო მიდგომა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.
  • მრავალწლიანი გამოცდილება არ არის აუცილებელი.
  • მნიშვნელოვანია გქონდეთ სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება და მზად იყოთ ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად.

სამუშაო პირობები

  • 1-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება — 800 ₾;
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ — 1000 ₾ ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი;
  • ბონუსი განისაზღვრება სამუშაო შედეგებისა და კომპანიის შიდა ბონუსური სისტემის შესაბამისად;
  • კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • განვითარებისა და კარიერული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში

მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №116

თუ გსურთ, შემოუერთდეთ განვითარებად გუნდს და იმუშაოთ სტაბილურ პროფესიულ გარემოში, ველოდებით თქვენს CV-ს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ასოცირებული ბანკირი (მცირე და საშუალო ბიზნესი) - მარჯანიშვილის ფილიალი

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
10 ნოე

იურისტი (საკრედიტო ადმინისტრატორი) - ბათუმის ს/ც 13

ახალი
TBC Bank ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია კომპანიის საიტი
10 ნოე

სივრცის კონსულტანტი - თემქის ს/ც 1

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
10 ნოე

სივრცის კონსულტანტი - ვაზისუბნის ს/ც 1

ახალი
TBC Bank თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში კომპანიის საიტი
10 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა