საცალო გაყიდვების კონსულტანტი
გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
"iSpace" - Apple-ის ერთადერთი Premium Partner მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პოპულარულ ბრენდთან.
დღეს "iSpace" საქართველოში წარმოდგენილია 7 საცალო მაღაზიათა ქსელის ფილიალით და აგრძელებს განვითარებას.
რას გთავაზობთ?
** დასაქმებას საერთაშორისო კომპანიაში ** Apple-ის ოფიციალურ სასწავლო პლატფორმაზე სწავლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ჯანსაღ სამუშაო გარემოს ** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მაღალ საბონუსე სისტემას - ფიქსირებული ანაზღაურება: 950 ლარიდან - ბონუსის მიღება შესაძლებელია გამოსაცდელი პერიოდის (6 თვე) განმავლობაშიც, ინდივიდუალური შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად - საშუალო თვიური ბონუსი: 1, 800-2, 000 ლარი (შედეგების მიხედვით) ** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
შენი ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა ** Apple-ის პროდუქციისა და სერვისების პროფესიონალური კონსულტაცია ** პროდუქციის განლაგება Apple-ის სტანდარტების შესაბამისად ** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და დასახული მიზნების შესრულება
ვის ვეძებთ?
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გაყიდვები ** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე ** გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები ** ხარ მოტივირებული, სწრაფად სწავლობ და გსურს პროფესიული განვითარება
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი ** კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი) ** კვირაში 2 დასვენების დღე ** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
თუ გინდა, იმუშაო Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან, განვითარდე საერთაშორისო გარემოში და მიიღო მაღალი შემოსავლის შესაძლებლობა, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე - https://hel-ai.com/apply/YYobzYLd.
შენი კარიერა იწყება iSpace-ში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.