კონსულტანტი
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
ჩვენი სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის, მოთხოვნად პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, კახეთის გზატკეცილი 117ა სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ანაზღაურება: 1500-1800 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კლიენტთა მომსახურება კომპანიის კორპორაციული სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტული წესით;
- მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასების განლაგების სისწორის მუდმივი შემოწმება;
- გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და მომხმარებლისთვის სწორად გაცემა;
- აქტიური მონაწილეობის მიღება საწყობისა და დარბაზის ინვენტარიზაციის პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი დიალოგის წარმართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგების მხარდაჭერა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან ტელ.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!