← ყველა ვაკანსია

DBJTG577 გამოქვეყნდა 17 ნოე 13 ნახვა

ERP სისტემის მენეჯერი/ადმინისტრატორი

CAMPA

CAMPA

CAMPA გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

,,კამპა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ERP სისტემის მენეჯერი/ადმინისტრატორი

კომპანია: შპს ,,კამპა“ ადგილმდებარეობა: საგურამო - ოფისი და საწარმო ერთად სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათი - პარასკევი) 09:00 – 17:00 ანაზღაურება & ბენეფიტები: ანაზღაურება შეთანხმებით, შესვენება ადგილზე, ნაწილობრივი ტრანსპორტირება

კომპანიის შესახებ კამპა ქართული ბრენდია, რომელიც უკვე 14 წელზე მეტია მომხმარებელს ნატურალურ, გემრიელ და მაღალი ხარისხის წვენებსა და ნექტრებს სთავაზობს. ჩვენი პროდუქცია მზადდება საუკეთესო ადგილობრივი და უცხოური ხილისგან, არ შეიცავს გმო-ს, ხელოვნურ დანამატებს, არომატიზატორებსა და საღებავებს. ჩვენი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, სისუფთავე და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის შექმნა. ვეძებთ გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და ორგანიზაციული უნარების მქონე პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვის პროცესს, უზრუნველყოფს სხვადასხვა დეპარტამენტის ბიზნესსაჭიროებების სწორად ასახვას ERP სისტემაში და დანერგვის დასრულების შემდეგ პასუხისმგებელი იქნება მის ეფექტიან ადმინისტრირებასა და განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები I ეტაპი - ERP სისტემის დანერგვის პროექტის მართვა

  • Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვის პროექტის დაგეგმვა და კომპანიის მხრიდან მართვა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ დანერგვის პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
  • კომპანიის ბიზნესპროცესებისა და დეპარტამენტების საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
  • ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრისა და ტექნიკური დავალებების მომზადების კოორდინაცია;
  • პროექტის ვადების, ბიუჯეტის, ეტაპებისა და ხარისხის კონტროლი;
  • კომპანიის დეპარტამენტებსა და დანერგვის პარტნიორებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • მონაცემთა მიგრაციის, სისტემური ინტეგრაციების, ტესტირებისა და თანამშრომელთა ტრენინგების კოორდინაცია;
  • ERP სისტემის გაშვებისა (Go-Live) და შემდგომი სტაბილიზაციის პროცესის მართვა;
  • მენეჯმენტისთვის პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგება.

II ეტაპი - ERP სისტემის ადმინისტრირება და განვითარება

  • Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ადმინისტრირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლების, როლებისა და წვდომების მართვა;
  • სისტემის პარამეტრებისა და სამუშაო პროცესების მართვა;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა და ტექნიკური პრობლემების მოგვარება;
  • მონაცემთა სიზუსტისა და სისტემური პროცესების კონტროლი;
  • ახალი ფუნქციონალისა და პროცესების ავტომატიზაციის დანერგვა;
  • სისტემური ინტეგრაციების, განახლებებისა და ცვლილებების მართვა;
  • თანამშრომელთა სწავლება და სისტემის უწყვეტი განვითარება.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ERP სისტემების დანერგვის მინიმუმ ერთი სრული ციკლის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბიზნესპროცესების ანალიზისა და ფუნქციური მოთხოვნების განსაზღვრის უნარი;
  • ERP სისტემების ადმინისტრირებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის ცოდნა;
  • წარმოების, შესყიდვების, გაყიდვების, მარაგებისა და ფინანსური პროცესების ცოდნა;
  • პროექტების მართვისა და დეპარტამენტებს შორის კოორდინაციის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ან Dynamics NAV-ის გამოცდილება;
  • საწარმოო კომპანიაში ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • წარმოების დაგეგმვის, BOM-ის, მარაგებისა და თვითღირებულების პროცესების ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯერული ანგარიშგების ცოდნა;
  • SQL-ის, Power BI-ისა და სისტემური ინტეგრაციების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ERP პროექტებში მონაწილეობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • სამუშაო გრაფიკს: 09:00 – 17:00 (ორშაბათი - პარასკევი).
  • მუდმივ სამუშაო პოზიციას მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოო კომპანიაში;
  • Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვის სტრატეგიულ პროექტში წამყვან როლს;
  • დანერგვის დასრულების შემდეგ ERP სისტემის ადმინისტრირებისა და შემდგომი განვითარების ხელმძღვანელობას;
  • საერთაშორისო დანერგვის პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • უშუალო კომუნიკაციას კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;

განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ERP სისტემის მენეჯერი/ადმინისტრატორი’’. სასურველია განაცხადში მოკლედ მიუთითოთ, რომელი ERP სისტემების დანერგვასა და ადმინისტრირებაში გაქვთ გამოცდილება და რა ფუნქციებს ასრულებდით აღნიშნულ პროექტებში. შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი!

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა