8,952 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DCWTSF4E გამოქვეყნდა 23 სექ 4 ნახვა

სასტუმრო პარაგრაფ თბილისი

სასტუმრო პარაგრაფ თბილისი

დასუფთავების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ

სასტუმრო "Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, Tbilisi" გიწვევთ დასუფთავების დეპარტამენტში სამუშაოდ ვაკანტურ პოზიციაზე: დასუფთავების თანამშრომელი

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: 5/2

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

  • სასტუმროში არსებული ნომრების და საჯარო სივრცეების დასუფთავება.

მოთხოვნები:

  • მოცემულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • პიროვნული მოწესრიგებულობა;
  • ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ხელფასი თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები თანხა, რასაც ემატება მზარდი პრემია;
  • კვება, უნიფორმა, ტრანსპორტი ღამის საათებში და დაზღვევა.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მეილზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ სათაურში; ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელ.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ თბილისი სითი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას. აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ თბილისი სითი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ თბილისი სითი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება, გთხოვთ მოგვმართოთ კომპანიის მისამართზე: ლ. გუდიაშვილის ქ. 2, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სასტუმრო პარაგრაფ თბილისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა