მარკეტინგული კვლევების ანალიტიკოსი
საქართველოს ბანკში, ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა შეგვიძლია ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი პოტენციალის მეტად ათვისებაში. ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და ამისთვის არ ვჩერდებით.
საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - მარკეტინგული კვლევების ანალიტიკოსი.
ძირითადი მოვალეობები: - კვლევით ბაზებზე მუშაობა, კვლევითი მონაცემების ანალიზი და დამატებითი ანალიზის წარმოება Excel-ში
- ახალი კვლევების დაგეგმვაში მონაწილეობა კვლევების მენეჯერთან ერთად
- თვიური რეპორტების მომზადება Excel და PPT ფორმატებში
- მარკეტინგის გუნდებისთვის შეფასების KPI-ების ფორმირებაში ჩართულობა, გაზომვა და ანალიზი კვლევების მენეჯერთან ერთად
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - Excel-ის ცოდნა
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა
- სტატისტიკის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- Power BI-ის ცოდნა (სასურველია)
სავალდებულო ცოდნა და უნარები: - სტატისტიკური და მათემატიკური მოდელების ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა
- მონაცემების ვიზუალიზაციისა და პრეზენტირების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი
- დროის ეფექტური მართვა
დამატებითი ინფორმაცია: - პოზიცია გამოცხადებულია მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, ნახევარი განაკვეთით; სამუშაო დრო განისაზღვრება შეთანხმებით, დატვირთულობიდან გამომდინარე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი".
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი, 2026 წელი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.