8,819 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DDN74377 გამოქვეყნდა 21 სექ 4 ნახვა

PKF Georgia

PKF Georgia

საგადასახადო აუდიტორი

PKF Georgia გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

"PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე.

"PKF Georgia" საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი "PKF International"-ის (www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს.

სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30, შესვენება 1 საათი) სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო-საკონსულტაციო და საბუღალტრო სფეროში;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ACCA-ის F1 F2 F3 F4 წიგნები.

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სფეროს სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის ჩატარება;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის გუნდის მართვა, კონტროლი, შესაბამისი დავალებების და მითითებების მიცემა;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის შედეგებზე საგადასახადო მიმოხილვის ანგარიშის (Tax Review Letter) მომზადება;
  • საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის პროცესში დამკვეთი კომპანიის კომპეტენტურ პირებთან წერილობით და ზეპირი კომუნიკაცია;
  • საგადასახადო მიმოხილვა/აუდიტი განხორციელდება კომპანიაში დანერგილი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის ათვისებაშიც შერჩეულ კანდიდატს მხარდაჭერას გაუწევს საგადასახადო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არსებული გუნდი.

ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები:

  • პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის უნარი/ნებისყოფა;
  • თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ "Tax Auditor".

პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
PKF Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა