კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - B2B
"RUMOR" ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს (B2B)
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიებაზე, მათთან ურთიერთობის განვითარებასა და გაყიდვების პროცესის მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება;
- კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება;
- გაყიდვის პროცესის მართვა პირველი კონტაქტიდან შეთანხმებამდე;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება და განმეორებითი შეკვეთების ზრდა.
რას ველოდებით:
- B2B ან კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილებას;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
- ინიციატივიანობას, ორგანიზებულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების მიზნების შესრულების უნარს.
ტექსტილის, წარმოების, სარეკლამო პროდუქციის ან სხვა B2B სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ ფიქსირებულ ანაზღაურებას, გაყიდვებზე მიბმულ ბონუსსა და კომპანიასთან ერთად პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენი გაყიდვითი გამოცდილების შესახებ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.