მზარეული
ბარისა და სწრაფი კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ თანამშრომლებს მცირე მენიუზე სამუშაოდ. მენიუ მოიცავს ქათმის სტრიფსებს, ქათმის ბურგერს, ლოუდიდ ფრის, ბრაუნისა და ლოუდიდ ბრაუნის.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: თვეში 1, 400 ლარი თითოეულ თანამშრომელზე; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენება; ორშაბათი საერთო დასვენების დღეა, მეორე დღე განისაზღვრება ცვლების მიხედვით; კვირაში ოთხი ცვლა 9-საათიანია, ერთი — 12-საათიანი.
ძირითადი მოვალეობები
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება;
- კერძებისა და დესერტების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების, განსაზღვრული გრამაჟებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით;
- შეკვეთების დროული აწყობა, შეფუთვა და გაცემა;
- პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- სამზარეულოს, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფრიტურთან მუშაობის გამოცდილება;
- დესერტების მომზადების საბაზისო ცოდნა;
- Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა — რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების წაკითხვა და გამოყენება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ურთიერთობისთვის;
- ორგანიზებულად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და სისუფთავის დაცვა.
- მრავალწლიანი გამოცდილება აუცილებელი არ არის. განიხილებიან მცირე გამოცდილების მქონე კანდიდატებიც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად არიან ისწავლონ.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ "მზარეული".