ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერი
თმის მოვლის ახალი ბრენდისთვის ვეძებთ აქტიურ და კომუნიკაბელურ ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება;
- სილამაზის სალონებთან, მაღაზიებთან და სხვა გაყიდვის არხებთან თანამშრომლობა;
- ბრენდისა და პროდუქციის პრეზენტაცია;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების ზრდაზე მუშაობა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
- არსებული პარტნიორების მართვა და მათთან ურთიერთობის განვითარება;
- ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი;
- მარკეტინგულ აქტივობებში და ბრენდის განვითარებაში მონაწილეობა;
- შეკვეთებისა და გაყიდვების შედეგების კონტროლი.
სასურველი უნარები:
- გაყიდვებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- აქტიურობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- beauty / cosmetics სფეროს მიმართ ინტერესი;
- მსგავსი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო დრო : სრული განაკვეთი ხელფასი: ფიქსირებული / ფიქსირებული +%
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სიამოვნებს კომუნიკაცია, ახალი კლიენტების მოძიება და სურვილი აქვს, ახალი ბრენდის განვითარებაში აქტიური როლი შეასრულოს.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გაგვიზიარეთ ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.