შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
"ESG" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის და ერთჯერადი ჭურჭლის ასევე აქსესუარების სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ESG"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის და მუყაოს პროდუქციას აწარმოებს.
კომპანია "საქართველოს საწარმოო სივრცე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ავჭალა სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 40 საათიანი სამუშაო კვირა) ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
ფუნქცია-მოვალეობები
- შესყიდვების პროცესის განხორციელება და კონტროლი;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება რომელიც უშუალოდ კავშირშია შესყიდვების მენეჯერთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ განათლება ტექნიკური მიმართულებით. (განიხილება სტუდენტიც)
აუცილებელი ცოდნა და უნარები
- პუნქტუალურობა
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება
- პროგრამების ცოდნა: Excel, Word
- მართვის მოწმობა
რას გთავაზობთ
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მრავალფეროვან და დინამიკურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ვაკანსიის აღწერაში.
კომპანია "ESG" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ESG" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "ESG" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ESG" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!