ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი
ტურისტული კომპანია I`m Georgia ეძებს ივრითულენოვან შემომყვან ტურიზმის მენეჯერს.
ვეძებთ პასუხისმგებელ, დეტალებზე ორიენტირებულ და ტურიზმით გატაცებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ისრაელიდან სტუმრებისთვის დაუვიწყარი ტურის შექმნაში საქართველოში.
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები: კვირა – ხუთშაბათი; სამუშაო საათები: 10:00 – 18:00; დასვენების დღეები: პარასკევი და შაბათი.
მოვალეობები: - ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვა; - ივრითულენოვან კლიენტებთან კომუნიკაცია ებრაულ ენაზე - საწყისი ეტაპიდან ტურის დასრულებამდე; - ლოჯისტიკის, სასტუმროების, ექსკურსიებისა და ტრანსფერების კოორდინაცია; - ჯავშნების მართვა, ვაუჩერებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; - გიდებთან, პარტნიორებთან და ადგილობრივ მომსახურე სტრუქტურებთან კომუნიკაცია; - კლიენტების მხარდაჭერა ტურისტული მოგზაურობის განმავლობაში.
მოთხოვნები: - ებრაული და ქართული ენების თავისუფლად ფლობა; - ორგანიზებულობა, კლიენტზე ორიენტირებულობა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - ტურიზმის სფეროში გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა გამოცდილების მქონე კანდიდატები იქნებიან პრიორიტეტული.
ჩვენ გთავაზობთ: - მუშაობას პროფესიონალების მეგობრულ გუნდში; - სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - შესაძლებლობას, შექმნათ მაღალი ხარისხის, უნიკალური ტურისტული პროდუქტები; - კონკურენტულ ხელფასსა და ბონუსების სისტემას; - გრაფიკს, რომელიც ემთხვევა ისრაელის სამუშაო კვირას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე.
წერილის თემაში მიუთითეთ: „ივრითულენოვანი შემომყვანი ტურიზმის მენეჯერი“.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.