უძრავი ქონების აგენტის ბროკერი
უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 - 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში) ანაზღაურება სრულად გამომუშავებით: 1, 500 - 8, 000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)
გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;
- განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;
- პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;
- შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;
- გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
- გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;
- მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);
- საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;
- სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;
- პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;
- მეგობრულ და უშუალო სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
- დასვენება: 2 დღე კვირაში კვირაში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "უძრავი ქონების აგენტი".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით (Whatsapp).
მისამართი: აკაკი წერეთლის 87ბ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.