უმცროსი ექიმი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას (სასურველია უროლოგიის, გინეკოლოგიის ან ქირურგიული მიმართულებით).
ადგილმდებარეობა თბილისი, კ. ჩაჩავას N1 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00 - 18:00)
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობას;
- რობოტული ქირურგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოში, წამყვან სპეციალისტებთან მუშაობის პრაქტიკას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
- უფროსი ექიმის მეთვალყურეობით პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მიღება, კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება და პირველადი გასინჯვა;
- პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში შეფასება, პალატური შემოვლები და მეთვალყურეობა;
- მცირე ინვაზიურ მანიპულაციებსა და ქირურგიულ ჩარევებში ასისტირება უფროსი ექიმის მეთვალყურეობით;
- სამედიცინო დოკუმენტაციის (ელექტრონული და მატერიალური) ზუსტი, დროული და მოქმედი რეგულაციების შესაბამისი წარმოება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი);
- უმცროსი ექიმის სტატუსი/სერტიფიკატი (სასურველია ინტერესი/რეზიდენტურა უროლოგიის, გინეკოლოგიის ან მომიჯნავე ქირურგიული მიმართულებით);
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული);
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე და Subject-ველში მიუთითეთ: "უმცროსი ექიმი".
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.