გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DJKXB8EJ გამოქვეყნდა 11 ნოე 0 ნახვა

ლოგისტიკის სპეციალისტი

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

არსებითი პირობები

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ, შესვენება 1 საათი.
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები

  • დამკვეთის განაცხადის საფუძველზე გადაზიდვის დაგეგმვა, ტვირთის პარამეტრების დაზუსტება და გადაზიდვის დეტალების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება.
  • სატრანსპორტო კომპანიების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზებების შედარება და დამკვეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტის წარდგენა.
  • ტვირთის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, საბაჟოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და განბაჟების პროცესში წარმოქმნილი საკითხების მოგვარება.
  • ტვირთის გადაადგილების კონტროლი გადაზიდვის ყველა ეტაპზე და დამკვეთის ან განაცხადის შემსრულებლის რეგულარული ინფორმირება ტვირთის სტატუსის შესახებ.
  • სატრანსპორტო და სასაწყობე მომსახურების პირობების, ვადებისა და ღირებულების დამკვეთთან შეთანხმება. შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ხელშეკრულებების გაფორმებისა და ხელმოწერის ორგანიზება.
  • სამომავლო გადაზიდვების საორიენტაციო ღირებულების დასადგენად ბაზრის კვლევა.
  • აუდიტის განყოფილებისთვის გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიება და საჭირო განმარტებების მიწოდება.
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმვისას დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის ლოგისტიკური მომსახურების საორიენტაციო ფასების მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მართვის, ეკონომიკის, ინჟინერიის, ლოგისტიკური ოპერაციების მართვის ან ტრანსპორტის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • ლოგისტიკის ან ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც 2-წლიანი ან მეტი გამოცდილება აქვთ.
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საშუალო დონეზე.
  • ტვირთის გადაზიდვისა და განბაჟების წესების, ასევე გადაზიდვის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა.
  • RS-ის საბაჟო მოდულში წინასწარი გაბაჟების პროცედურების ატვირთვის ცოდნა და შესრულება.
  • Microsoft Office-ის პროგრამებსა და 1C-ში მუშაობის უნარი.
  • ERP სისტემის მომხმარებლის დონეზე სწრაფად ათვისების უნარი. ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმზე მეილზე. მეილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლაება და სახელფასო რეინჯი! კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა