9273 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DJX4DXPN გამოქვეყნდა 27 ოქტ 53 ნახვა

ადმინისტრაციული მენეჯერი

One Point გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (4 დღე ოფისიდან, 1 დღე დისტანციურად) 09:00 - 18:00.

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ ოპერაციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და კომერციულ საქმიანობას, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა:

ოფისის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ და შეუფერხებელ წარმართვას. პოზიცია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, კალენდრებისა და შეხვედრების მართვას, საოფისე და HR ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციას, დავალებების შესრულების მონიტორინგსა და შიდა პროცედურების დაცვაზე კონტროლს.

ძირითადი ამოცანები:

  • უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის სამუშაო კალენდრებისა და შეხვედრების მართვა;
  • საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • ორგანიზაციული პოლიტიკისა და შიდა პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
  • დავალებების კოორდინაცია, პროგრესის მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
  • დაგეგმილი სამუშაოებისა და დავალებების დროული შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის წინა გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • უმაღლესი რგოლის მენეჯმენტთან მუშაობისა და მაღალი პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი;
  • Microsoft Office-ის პროგრამებისა და კალენდრის მართვის ინსტრუმენტების ძალიან კარგი ცოდნა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარები;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია "ვან ფოინთს" გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

"One Point HR Outsourcing" არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. "One Point" ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა