საწყობის ოპერატორი
სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთების იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "პანდა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა
- ფინანსური ოპერაციები და დავალიანებების კონტროლი;
- საგადასახადო დოკუმენტაცია და საბუთების ადმინისტრირება;
- სასაწყობო ოპერაციები და საქონლის აღრიცხვა;
- სადისტრიბუციო პროგრამისა და შეკვეთების მართვა;
- საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და საბაჟო დეკლარირების პროცესში მონაწილეობა;
- RS.ge-ზე საჭირო ნებართვების აღება და შესაბამისი პროცედურების შესრულება;
- მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში;
- შუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციისა და სამუშაო ფუნქციების ფარგლებში;
- სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, საჭირო ინფორმაციის მიწოდებისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით;
- სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მიღებული კომერციული საიდუმლოების, კონფიდენციალური ინფორმაციისა და კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დაცვა და მათი გაუმჟღავნებლობა კანონმდებლობითა და კომპანიის შიდა რეგულაციებით დადგენილი წესით.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, თორნიკე ერისთავის ქ.;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "პანდა" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთების იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "პანდა" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "პანდამ" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.