ადმინისტრატორი
ჩვენი სასტუმროს გუნდი ეძებს პროფესიონალ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე ადმინისტრატორს, რომელიც იზრუნებს სტუმრის უმაღლესი სტანდარტით მიღებასა და მომსახურებაზე.
თქვენი ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და გაცილება (Check-in / Check-out);
- სტუმრების მოთხოვნებისა და საჭიროებების პროფესიონალურად მართვა;
- ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება;
- Booking.com-ისა და სხვა ონლაინ ჯავშნის პლატფორმებთან მუშაობა;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში ყოველდღიური ოპერაციების შესრულება;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა;
- საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
- Excel-ისა და სხვა საბაზისო საოფისე პროგრამების გამოყენება;
- სასტუმროს მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და ბრენდის იმიჯის დაცვა.
ჩვენგან აუცილებელია
- სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
- სტუმრებთან გამართული, თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
- კომპიუტერის, Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- მუშაობას მაღალი კლასის, ახალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ჩვენს სტანდარტებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. . აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება Subject-ში