ფინანსური მენეჯერი
"KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.
გუნდში ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ ფინანსურ მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და აქტიურად ჩაერთვება ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაში.
ჩვენთვის ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსების მმართველი არ არის — ეს არის ადამიანი, რომელიც ციფრების საშუალებით ხედავს ბიზნესის შესაძლებლობებს, რისკებსა და ზრდის პოტენციალს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის ფინანსური სტრატეგიისა და წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა;
** ფინანსური დაგეგმვის, პროგნოზირებისა და Cash Flow-ის მართვა;
** კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტისთვის ფინანსური ანალიზის წარდგენა;
** ბიზნესის მომგებიანობისა და ფინანსური ეფექტიანობის შეფასება;
** ფინანსური KPI-ების შემუშავება და მონიტორინგი;
** ხარჯების ოპტიმიზაციისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ფინანსური რისკების შეფასება და მართვა;
** ბუღალტრული და ფინანსური პროცესების კონტროლი;
** საგადასახადო და აუდიტის პროცესების ზედამხედველობა;
** საბანკო და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
** ფინანსურ მოდელებსა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა;
** მენეჯმენტისთვის ბიზნეს-გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ფინანსური ანალიზის მომზადება;
** ფინანსური გუნდის მართვა და განვითარება;
** კომპანიის მასშტაბირების პროცესში ფინანსური სისტემებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება.
ჩვენი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
** ძლიერი ცოდნა ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის მიმართულებით;
** ბიუჯეტირების, Cash Flow Management-ისა და ფინანსური მოდელირების გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგებების კარგი ცოდნა;
** Excel-ის ძლიერი ცოდნა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდთან მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.
ჩვენთან მუშაობისას დაგხვდება:
** სწრაფად მზარდი კომპანია და დინამიკური სამუშაო გარემო;
** შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინო კომპანიის ფინანსურ და სტრატეგიულ განვითარებაზე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** კონკურენტული ანაზღაურება
თუ ხარ ადამიანი, რომელიც ფინანსურ მონაცემებს მხოლოდ ანგარიშგებად არ აღიქვამს და შეგიძლია ციფრები ბიზნესის ზრდის ინსტრუმენტად აქციო — გვინდა გაგიცნოთ.
შემოგვიერთდი "KiwiPost"-ის გუნდში და ერთად შევქმნათ კომპანიის შემდეგი ეტაპის ზრდის ფინანსური სტრატეგია.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: ან წარმოადგინეთ შესაბამისი განცხადება (მის: მცხეთის ქუჩა)
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.