გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DMAKVD1N გამოქვეყნდა 9 ნოე 2 ნახვა

მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი

ალტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

ჩვენ ვართ "ალტა", ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 104 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის მარკეტინგისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და აღსრულების მონიტორინგი;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის მართვა და ფუნქციების ეფექტური გადანაწილება;
  • მარკეტინგის ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
  • წლიური მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვა, აღსრულების მონიტორინგი;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ორიენტირებული კომუნიკაციის კონცეფციების განვითარება;
  • მედია კომუნიკაციისა და სოციალური მედიის არხების მართვა;
  • სხვადასხვა სარეკლამო არხის (ციფრული პლატფორმები, სოციალური მედია, ტელევიზია, პრესა და სხვა) ეფექტური გამოყენება;
  • მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ციფრულ მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • ციფრული სარეკლამო პლატფორმების (Meta Ads, Google Ads და სხვა) ცოდნა;
  • მარკეტინგული ანალიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება (მაგ. Google Analytics და სხვა).

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ლიდერული და გუნდის მართვის ძლიერი უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Dpy5DdLc

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა