8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DN04SNQJ გამოქვეყნდა 25 აგვ 7 ნახვა

მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი

ბათუმის ნავთობტერმინალი via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი

სტრუქტურული ქვედანაყოფი: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილება რეზიუმეების მიღების ვადა: 20.08.2026 – 20.09.2026 სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო რეჟიმი: სრული სამუშაო განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება: შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი (ხარისხის მენეჯმენტი, საოპერაციო/საწარმოო მენეჯმენტი, ინოვაციური მენეჯმენტი, ტექნოლოგიების მართვა), ბიზნეს ადმინისტრირება ან სხვა მომიჯნავე მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან, ან არაპროფილური უმაღლესი განათლება და დამატებითი გადამზადება სპეციალური პროგრამით, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან მის-ს მართვის სფეროში საერთაშორისო ISO სტანდარტების შესაბამისად. - მოთხოვნები ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების შესახებ: ISO სერიის მართვის ინტეგრირებული სისტემის (შიდა აუდიტორის) მოქმედი სერტიფიკატი. - მუშაობის საერთო სტაჟი: არანაკლებ 5 წელი. - სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: მის-ის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 3 წელი. - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი.

სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ცოდნა და უნარები აუცილებელი ცოდნა: - საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები, მეთოდური მასალები და სხვა დოკუმენტები ხარისხის მართვის, სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის სფეროში; - ნავთობპროდუქტების გადატვირთვის, ტექნიკური რეგლამენტირების, შიდა პროცესების მართვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში გამოყენებისთვის დაშვებული უწყებათაშორისი სტანდარტების მოთხოვნები; - ბიზნეს-პროცესების აგებისა და მოდელირების, ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, პროცესების ბლოკ-სქემების აგების წესები პროცესზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით; - მართვის სისტემების შიდა აუდიტების ჩატარების წესები, შიდა აუდიტების პროგრამის შედგენის, საზოგადოების ბიზნეს-პროცესების შეფასების მეთოდოლოგია; - საქმიანი ურთიერთობის ეთიკა.

აუცილებელი უნარები: - ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები; - ინფორმაციული მასალების სისტემატიზაციისა და მომზადების უნარი; - კონფლიქტების მოგვარების, პიროვნებათშორისი ურთიერთობების ფორმირების და დაქვემდებარებულების ქცევის მოტივაციის განსაზღვრის უნარები; - გამოსაყენებელ ნორმატიულ მოთხოვნებთან (კანონები, სტანდარტები, რეგლამენტები, ტექნიკური პირობები) მუშაობის და მათი მუშაობაში გამოყენების უნარი; - მმართველობითი საქმიანობის დაგეგმვის; - ამოცანების გადაჭრის სისტემური მიდგომის; - კონტროლის განხორციელების უნარი; - პროცესზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით შიდა დოკუმენტების შემუშავების უნარი; - პროცესების მოდელირების, შეცდომების დიაგრამების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დიაგრამების, სამუშაო პროცესის სქემების, პროცესების რუკებისა და ბლოკ-სქემების, ფუნქციონალური ბლოკ-სქემების აგების უნარი კომპიუტერულ პროგრამებში; - საფრთხეებისა და რისკების შეფასების, ანალიტიკური მატრიცების შედგენის უნარი; - თემატური გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავება საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დამტკიცებული შიდა დოკუმენტების გათვალისწინებით; - სწავლების/შიდა ქოუჩინგის ტექნიკური საშუალებების გამოყენების, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე ვიზუალური საშუალებების გამოყენების უნარები; - კომპიუტერულ Microsoft Office პროგრამებთან მუშაობის უნარები (Word, Excel, Publisher, Microsoft Project, Microsoft Power Point, Visio), Adobe-ს პროდუქტებთან მუშაობის ჩათვლით; - ენების ცოდნის უნარები: ქართული ენა – C2 (სრულყოფილად), რუსული – არანაკლებ B2 (მაღალი საშუალო), ინგლისური – არანაკლებ B1 (საშუალო); - ინგლისურ და რუსულ ენებზე API, ASTM, ISO ტექნიკური სტანდარტების კითხვისა და გაგების უნარები.

სამსახურებრივი მოვალეობები

თანამდებობის მიზანი: - საზოგადოებაში მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების, დანერგვის, შენარჩუნების, მუდმივი გაუმჯობესების, საერთაშორისო ISO სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიცირების უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით. - საზოგადოების საგამოცდო ლაბორატორიების მართვის სისტემების აკრედიტაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, რომელიც ადგენს ზოგად მოთხოვნებს ლაბორატორიების კომპეტენტურობის, მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრული მუშაობის მიმართ.

ძირითადი მოვალეობები: - თავისი თანამდებობის მიზნების მისაღწევად მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსი ასრულებს შემდეგ თანამდებობრივ მოვალეობებს: - ახორციელებს განყოფილების ხელმძღვანელობას, ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ დასაქმებულებს შორის; - მის-ის დანერგვის, შენარჩუნების, მუდმივი გაუმჯობესების, სერტიფიცირებისა და საზოგადოების ლაბორატორიების აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში: - განსაზღვრავს საზოგადოების მის-ის დოკუმენტების საჭიროებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი სტანდარტების, დაინტერესებული მხარეების (სტეიკჰოლდერების) მოთხოვნების გათვალისწინებით; - გეგმავს, აკონტროლებს და ორგანიზებას უწევს საზოგადოების სერტიფიცირების ჩატარებას; - დამოუკიდებლად და/ან საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მონაწილეობით შეიმუშავებს საზოგადოების შიდა დოკუმენტების პროექტებს, პროცესების ბლოკ-სქემებს, ჩანაწერების ფორმებს/შაბლონებს მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს პროცესების სტანდარტიზაციას, ვერიფიკაციასა და ვალიდაციას; - უზრუნველყოფს მის-ის დოკუმენტების ცენტრალიზებულ მართვას დოკუმენტის სასიცოცხლო ციკლის მთელ მანძილზე; - განსაზღვრავს საზოგადოებაში გამოსაყენებელ მოქმედ საკანონმდებლო აქტებს, საერთაშორისო და უწყებათაშორის სტანდარტებს; - ორგანიზებას უწევს და ატარებს შიდა ტრენინგებს, პერსონალის სწავლებას; - ამუშავებს თემატურ გეგმებსა და სასწავლო პროგრამებს, არჩევს სალექციო მასალას, ამზადებს სასწავლო პრეზენტაციებს; - ამზადებს საგამოცდო საკითხებს მიღებული ცოდნის შესაფასებლად; - ატარებს საზოგადოების პროცესებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების შიდა აუდიტებს. ამასთან, ადგენს შიდა აუდიტების გრაფიკებს, ჩატარებული აუდიტების ანგარიშებს,

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ბათუმის ნავთობტერმინალი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა