8846 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DN487V34 გამოქვეყნდა 29 სექ 7 ნახვა

კასს ლენდი

კასს ლენდი

მთავარი ბუღალტრის დამხმარე

კასს ლენდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
₾2500–3000 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

"Kass Group JSC" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2500-3000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული და გსურს პროფესიული განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსების მიმართულებით, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები:

  • მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და არქივირება;
  • ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
  • საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ასახვაში მონაწილეობა;
  • მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ურთიერთანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება;
  • სალაროსა და ავანსების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  • საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა, კონტროლი და პერიოდული გადამოწმება;
  • ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, ვერბალური და წერითი
  • საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • Oris-ისა და Balance-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Materials Control-ისა და Fidelio-ს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი სტანდარტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • გამოცდილ გუნდთან მუშაობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ: "მთავარი ბუღალტრის დამხმარე".

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კასს ლენდი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა