9338 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

DPH10CE9 გამოქვეყნდა 27 ოქტ 15 ნახვა

ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით

RS Line გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2300 / თვეში ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი

შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • ATM და საბანკო მოწყობილობების (ფულის სათვლელი, მასორტირებელი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და სერვისი სხვადასხვა ადგილას;
  • მოწყობილობის სწორად დაკავშირება ქსელებთან;
  • აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობისა და ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემოწმება);
  • რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება;
  • ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად;
  • სერვისის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და შეკეთების შეთანხმებულ დროში ჩატარება;
  • უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა;
  • სისტემებზე პროგრამული განახლებების განხორციელება;
  • სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში, მათ შორის, შეკეთების ისტორიისა და ჩანაცვლებული ნაწილების აღრიცხვა და სისტემების სტატუსების განახლება;
  • სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილებისა და ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა.

მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • აპარატურული საფუძვლების ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-2300 ლარი;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატელეფონო მომსახურებას (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.

ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ. მისამართებზე.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა