ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით
ტექნიკოსი ATM და საბანკო ტექნიკის მიმართულებით - თბილისი
შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- ATM და საბანკო მოწყობილობების (ფულის სათვლელი, მასორტირებელი) ინსტალაცია, კონფიგურაცია და სერვისი სხვადასხვა ადგილას;
- მოწყობილობის სწორად დაკავშირება ქსელებთან;
- აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობისა და ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემოწმება);
- რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება;
- ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა პრობლემების მოსაგვარებლად;
- სერვისის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და შეკეთების შეთანხმებულ დროში ჩატარება;
- უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა;
- სისტემებზე პროგრამული განახლებების განხორციელება;
- სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაში, მათ შორის, შეკეთების ისტორიისა და ჩანაცვლებული ნაწილების აღრიცხვა და სისტემების სტატუსების განახლება;
- სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილებისა და ინვენტარის პერიოდული აღრიცხვა.
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა; უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- აპარატურული საფუძვლების ცოდნა;
- ოპერაციული სისტემებისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- ტექნიკური ან IT მიმართულებით განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-2300 ლარი;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო მომსახურებას (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად საორიენტაციო სწავლებას/დატრენინგებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ. მისამართებზე.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.