საწყობის თანამშრომელი
"სმარტპეტი" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის თანამშრომელი.
ანაზღაურება: 2 000 ლარი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი- 10:00 - 18:00; შაბათი და კვირა - დასვენება სამუშაო ადგილი: თბილისი, შორაპნის ქუჩა №5, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარედ.
ძირითადი მოვალეობები
- კვირაში სამჯერ ინვოისების მიხედვით პროდუქციის დაკომპლექტება და დისტრიბუციისთვის მომზადება.
- პროდუქციის მაღაზიებში გაცემა.
- საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის კატეგორიების მიხედვით განლაგება.
- ერთნაირი პროდუქტების ერთად დალაგება ვარგისიანობის ვადების გათვალისწინებით.
- თვეში ერთხელ პროდუქციის ვადების გადამოწმება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა.
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
- საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- გათვალისწინებულია წინასწარი სწავლება - სამუშაო პროცესის სრულყოფილად შესასწავლად.