8601 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DQPAYVTN გამოქვეყნდა 7 სექ 7 ნახვა

წისქვილი ჯგუფი

წისქვილი ჯგუფი

ჯავშნებისა და ქოლ-ცენტრის მენეჯერი

წისქვილი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „წისქვილი ჯგუფის“ დიდ გუნდში გვაქვს ჯავშნებისა და ქოლ-ცენტრის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები. სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები: - შემოსული ზარების მიღება; - სტუმრებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება; - ჯავშნების კალენდარის წარმოება, მართვა, ცვლილების დროულად განხორციელება; - ჯავშნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ჯგუფებისათვის (სამზარეულო, სერვისი, სხვა); - ჯავშნების ვალიდურობის მონიტორინგი; - ქოლ-ცენტრის ოპერატორებისა და ჰოსტესების გუნდის მართვა, შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი; - ზარების მონიტორინგი; - სამუშაო პროცესის განმავლობაში, სტუმრებისათვის სივრცეების პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება; - დაქვემდებარებული პერსონალისათვის სამუშაო დღის დაგეგმვა და პოზიციების განაწილება; - კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - HORECA სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური ენის Advanced დონეზე ცოდნა; - Microsoft Office საბაზისო ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
წისქვილი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის