ადმინისტრატორ-მენეჯერი
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტა-კლასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორ-მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 8:00-17:00 ; შაბათი 10:00-15:00 (დასვენების დღეები ოთხშაბათი და კვირა)
ძირითადი მოთხოვნებია:
- სასურველია ამ სფეროში გამოცდილების ქონა
- ინგლისურის და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა)
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- საქმისადმი კეთილსინდისიერი და ყურადღებიანი დამოკიდებულება
- კომუნიკაციის უნარი (თანამშრომლებთან და პაციენტებთან)
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
- კლინიკაში არსებულ პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია და ანკეტების მართვა
- სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი
- კლინიკის დოკუმენტაციის მოწესრიგება
- კლინიკაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და წერილებზე პასუხი
- რენტგენოლოგიური კვლევების მეილზე გადაგზავნა საჭიროების შემთხვევაში
- სახარჯი მასალების მარაგის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკვეთა
ანაზღაურება: 1500 ლარი
კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე შეგასწავლით სხვა დეტალებს. ჩვენის მხრიდან დაგხვდებათ მეგობრული და ჯანსაღი გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.