7550 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DQXDY2T2 გამოქვეყნდა 25 აგვ 11 ნახვა

კონსულტანტი

ICity გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ICITY • აისითი" არის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და სტაბილური მულტიბრენდული ტექნიკის საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც უკვე 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალურ, ავტორიზებულ პროდუქციას ისეთი გლობალური ბრენდებისგან, როგორებიცაა: Apple, Dyson, Sony, Bang & Olufsen, Xiaomi, Marshall, JBL, Beats, Honor და სხვა.

მაღაზიათა ქსელი "icity" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ბათუმში კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10-დან 19:00-მდე ან 13:00-დან 22:00-მდე.

** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

** კორპორატიული დაზღვევა;

** მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;

** შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი, რომელიც ქმნის საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილებას!

** ლოკაცია: ქ. ბათუმი, გრანდ მოლი.

თვისებები:

** ენერგიული და აქტიური, გუნდური მუშაობის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

** Apple-ის პროდუქციის ცოდნა;

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** გამართული მეტყველების უნარი.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ICity
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა