8425 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DRXRCJSW გამოქვეყნდა 27 აგვ 3 ნახვა

ტექნოლოგის დამხმარე საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაში

Zoma via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
₾1400–2000 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "ზომა ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ტექნოლოგის დამხმარე საყოფაცხოვრებო ქიმიის წარმოებაში.

https://zoma.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დამზადება დამტკიცებული რეცეპტების შესაბამისად; ** ნედლეულის მომზადება, აწონვა და დოზირება; ** ტექნოლოგის მითითებების შესაბამისად საწარმოო პროცესში მონაწილეობა; ** პროდუქციის შერევისა და დამზადების პროცესში დახმარება; ** ტექნოლოგიური პროცესის ეტაპების სწორად შესრულება; ** დამზადებული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობა; ** სამუშაო ადგილისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა; ** შრომის უსაფრთხოების წესებისა და საწარმოო ინსტრუქციების დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია საყოფაცხოვრებო ქიმიის, ქიმიური წარმოების ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მინიმალური შეხება მაინც ქიმიურ წარმოებასთან ჩაითვლება უპირატესობად; ** რეცეპტისა და ინსტრუქციის მიხედვით მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ; ** სწავლისა და ახალი პროცესების სწრაფად ათვისების სურვილი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 ** ანაზღაურება: 1400-2000 ₾ - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება, გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5, ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: INFO@ZOMA.GE.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Zoma
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა