ავტომობილების მომზადების სპეციალისტი
საავტომობილო ცენტრი "Audi" არჩევს გუნდის ახალ წევრს, ავტომობილების მომზადების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე ანაზღაურება - 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი, მისამართი - ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 68
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- ჩამოსული ავტომობილების მარაგის მიღება და განთავსება შესაბამისად განკუთვნილ ლოკაციებზე;
- ავტომობილების პირველადი, ვიზუალური დათვალიერება და აღრიცხვა;
- დაზიანების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
- გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და მოწესრიგება მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად (სტანდარტებისა და პროცედურის შესწავლას უზრუნველყოფს კომპანია);
- ჩამოსული ავტომობილების გარეცხვა პარკინგსა და შოურუმში განთავსებამდე;
- გასაყიდად განკუთვნილი ავტომობილების ვიზუალური მოწესრიგება/გარეცხვა, პარკინგიდან შოურუმში შეყვანა და განთავსება;
- პარკინგზე და შოურუმში განთავსებული ავტომანქანების სისუფთავესა და წესრიგზე მუდმივი ზრუნვა, პერიოდული გარეცხვა და გაწმენდა;
- გაყიდული ავტომობილის მეპატრონისათვის გადასაცემად მომზადება, საჭიროებისამებრ გარეცხვა და გაწმენდა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მართვის მოწმობის ფლობა 3 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
- სავალდებულოა მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დროის მართვის უნარი
- კოლეგიალურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ავტომობილების მომზადების სპეციალისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 19.11.2026 წ.
"იბერია ავტო ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"იბერია ავტო ცენტრში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ავტო ცენტრის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.