7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DVBM8TY7 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

Cool Club via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ლოკაცია: თბილისი მოლის მიმდებარედ. დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი: გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები: - მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა; - მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში; - გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება; - ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება; - პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება; - სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში; - ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი); - მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; - მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის; - შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია: - საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია); - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ქართული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა; - საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C); - გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება; - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება.

კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიულ განვითარებას; - სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან; - კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე getmcoolclub@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577158830

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Cool Club
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა