სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "ძველი მეიდანი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი სამღებროს ქუჩა 9/11
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუს სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და ნომრებში განთავსება
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და გარემოს შესახებ
** ჯავშნების დამუშავება სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და ონლაინ სისტემების მეშვეობით
** გადახდების მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სტუმრების მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილების მიზნით
** კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი და პროფესიონალური გადაწყვეტა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა, სისწრაფე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
რას გთავაზობთ:
** კომფორტული სამუშაო გარემო
** მეგობრული გუნდი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** სტაბილური ანაზღაურება და დანამატები
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.