იურისტი - სახელშეკრულებო და კორპორაციული მიმართულება
"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.
კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: იურისტი (სახელშეკრულებო და კორპორაციული მიმართულება)
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, თბილისი.
ბენეფიტები
- ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება;
- კვება;
- ტრანსპორტირება
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის საჭიროებისამებრ სტანდარტული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მათი ნიმუშების მომზადება, შევსება, რედაქტირება და ვიზირება.
- კომპანიაში შემოსული სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, საჭირო მოკვლევის ჩატარება და საკადრო ბრძანებების (დანიშვნა, გათავისუფლება, დისციპლინური წარმოება/წახალისება) პროექტების შემუშავება.
- დირექტორის ბრძანებების, კომპანიის რეგულაციებისა და შიდა პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება, რედაქტირება და სისტემური აღრიცხვა/არქივირება.
- ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მონიტორინგი, შეუსაბამობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელი იურისტისთვის.
- კომპანიის თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- შემოსულ კორესპონდენციაზე სამართლებრივი პასუხების მომზადება და ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი).
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი შესაბამის სფეროში (სასურველია კორპორატიული ან სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით).
- ენების ფლობა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა.
პროფესიული ცოდნა და უნარები (კრიტერიუმები)
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
- სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა პოლიტიკა) შედგენის, ანალიზისა და რედაქტირების მაღალი კულტურა.
- საქმიანი მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც დეპარტამენტებთან, ისე ქვეკონტრაქტორებთან).
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- საქმისწარმოების, დოკუმენტების სისტემატიზაციისა და არქივირების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ - იურისტი
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
- თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14)