ფსიქოლოგი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ახმეტის მუნიციპალიტეტები სამუშაო აღწერილობა: ფსიქოლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისი.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.
ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ორ სახელმწიფო სერვისს აწვდის ბავშვებს და მათ ოჯახებს: ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ქვეპროგრამა და ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა. გარდა ამისა, ორივე მუნიციპალიტეტში მერიის დაფინანსებით ცენტრი ახორციელებს მულტისერვისულ პროგრამებსაც.
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის" მულტი სერვისული პროგრამა გულისხმობს 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების და საჭიროების შემთხვევაში მათი მშობლების (ოჯახების) მხარდაჭერას შესაბამისი სერვისის მიწოდების გზით. პროგრამის მიზანია ინდივიდუალური მიდგომის გამოყენებით ბავშვის მეტყველების, ფსიქო-ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარების მხარდაჭერა და ოჯახის გაძლიერება.
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" ეძებს ფსიქოლოგს ახმეტის მუნიციპალიტეტში ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის სახელმწიფო სერვისებში და მულტისერვისულ პროგრამაში მუშაობისთვის.
სამუშაო ადგილი: ქალაქი ახმეტა - 1 ვაკანტური ადგილი. სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი (წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული გრაფიკი)
ფსიქოლოგის ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვების შეფასება შესაბამისი ინსტრუმენტებით;
- ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი თერაპიული საქმიანობების დაგეგმვა;
- თერაპიების ჩატარება სხვადასხვა (ბავშვის საჭიროებაზე და ინტერესებზე მორგებული) ტექნიკებით;
- ბავშვის მშობლებთან/ოჯახებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
- შედეგების ანალიზი და მულტიგუნდთან გაზიარება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისათვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფსიქოლოგის უმაღლესი განათლება;
- ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნა;
- განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
- ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი. თანადგომისა და ემპათიის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
სავალდებულო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება სპეციალობით;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- პროფესიული განვითარების უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
- წერითი უნარ-ჩვევების ფლობა.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
- აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- რეზიუმე (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ფსიქოლოგი - ახმეტა"
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის" დირექტორს - ნანა ათუაშვილს, ტელეფონის ან ელ. ფოსტის საშუალებით.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2026 წლის 29 სექტემბერი 18:00 საათი.
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
წარმატებას გისურვებთ!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.