8,874 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DWAXPH4C გამოქვეყნდა 25 სექ 5 ნახვა

გორგია

გორგია

პრისელერი

გორგია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისში.

მე, თორნიკე წიქარიშვილი, დისტრიბუციის ხელმძღვანელის მოადგილე, ვმუშაობ გორგიაში 2025 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი ბაზრის ანალიზის ჩატარებას, სპეციფიკაციებსა და მისი გამოყენების ძირითად პრინციპებს. შევასწავლი გაყიდვების ტექნიკებს და გავუზიარებ ჩვენს მიერ იმპორტირებულ პროდუქცისთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: სწორი რეპორტინგისა და ანალიზის უნარი, პროგნოზების გაკეთება გაყიდვების მიმართულებით, გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება; - სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება; - სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების, ასორტიმენტის ოპერატიული ანალიზი, კონტროლი და მის გაფართოებაზე ზრუნვა; - სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი; - კონკურენტი ბრენდების ანალიზი და ფასების კონტროლი; - დღის სამუშაო გეგმის მიხედვით ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტის მომზადება ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სრული ზოგადი განათლება; - დისტრიბუციაში ან/და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; - აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი; - აუცილებელია უძრავი ქონებრივი უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებული; - პუნქტუალური; - კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გორგია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა