9138 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

DXD9TGS2 გამოქვეყნდა 29 სექ 28 ნახვა

Greenwood Hotel

Greenwood Hotel

დამხმარე ბუღალტერი

Greenwood Hotel გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"Greenwood Hotel & Spa" — 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს. სასტუმრო აერთიანებს კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, რესტორანსა და სპა-ველნეს სერვისებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

  • https://greenwood.ge/
  • https://www.booking.com/hotel/ge/greenwood-batumi1.html
  • https://ge.linkedin.com/company/greenwood-hotel-spa
  • https://www.facebook.com/greenwoodhotelbatumi/?locale=ka_GE
  • https://www.instagram.com/greenwood_hotel_batumi

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3. უშუალო ხელმძღვანელი- მთავარი ბუღალტერი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება; საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
  • RS.ge-ზე მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
  • ბუღალტრული ჩანაწერების შედარება;
  • მარაგების ჩამოწერა და მარაგების სისწორის კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით;
  • MS Office-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • Fina ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (სასურველია);
  • RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

შერჩევის ეტაპები:

  • 1. განაცხადების გადარჩევა
  • 2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დამხმარე ბუღალტერი".

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".

გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Greenwood Hotel
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა