ბარისტა
REDMAN CAFE აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელსაც ძალიან უყვარს სფეშიალითი ყავის კულტურა და ყოველდღიურ სტუმრებთან თბილი ურთიერთობა მისი კრედოა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად; შესაძლებელია ადგილზე მომზადებაც); - ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა; - გუნდური მუშაობისა და მომსახურების გამართული უნარები; - დატვირთულ რეჟიმში ეფექტიანად მუშაობის უნარი.
პირობები: - კონკურენტული ანაზღაურება; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან მოკლე ინფორმაცია პირად შეტყობინებაში. საკონტაქტო: lana.svanidze@gmail.com