მოლარე-კონსულტანტი
სალაშქრო-სპორტული მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 31 (დიღმის 6 კვარტალი) სფერო: მოლარე-კონსულტანტი სამუშაო გრაფიკი: სრული (8 საათი მუშაობა, 1 საათი შესვენება) სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 საათი - შესვენება) სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან-შაბათამდე) დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (შაბათი, კვირა)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის თაროებზე განაწილება კომპანიის არსებული სტანდარტების მიხედვით;
- მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ცოდნა;
- პერიოდულად ნაშთების დათვლა;
- მიმდინარე აქციების ცოდნა და მომხმარებლებისათვის შეთავაზება;
- სალარო აპარატთან მუშაობა;
- სისუფთავის და წესრიგის დაცვა.
პიროვნული უნარები:
- მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- სამუშაო დღეები: 5 დღე მუშაობა/2 დღე დასვენება;
- ანაზღაურება (ნეტო ხელფასი) 1050 ლარი/თვეში;
- ყოველ წელს მზარდი ხელფასი;
- ბონუსური სისტემა სამუშაო დაწყებიდან 3 - მ თვეში;
- პროდუქციის იმპორტის შემთხვევაში მუშაობის ზეგანაკვეთური საათი 1 საათი-12 ლარი; (დამსაქმებლის შეთანხმებით)
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სტაბილური და დროული ხელფასი.
მოთხოვნები:
- ქართული ენის კარგი ცოდნა, ინგლისური ენის - გასაუბრების დონეზე;
- EXCEL და WORD-ის პროგრამების ცოდნა.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.